05:05 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
ვიდეო

ავიცრათ თუ არა: რატომ არ სურს საქართველოში COVID-19-ზე ვაქცინაცია ყველას

მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

საქართველოს მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაციის ღონისძიების გეგმა უკვე მზადაა. რას ფიქრობს აცრებზე ქვეყნის მოსახლეობა, „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან მიიღო დასტური, რომ ქვეყანა მზადაა 2021 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის მისაღებად.

კონკრეტულად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია. საუბარი მიდის ამერიკულ-გერმანულ პრეპარატზე Pfizer და ბრიტანულ AstraZeneca-ზე.

ეკონომიკის სრულად აღსადგენად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. ამას შესაძლოა 164 მილიონი ლარი დაჭირდეს.

ვაქცინაციისათვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განისაზღვრა შემდეგნაირად: თავდაპირველად – ჯანდაცვის სექტორი, შემდეგ თავშესაფართა პერსონალი და დაწესებულების ბენეფიციარები, მათ შემდეგ 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 65-74 წლის ასაკის მოსახლეობა, 55-64 წლის ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 18-დან 54 წლამდე. ამ ყველაფრის შემდგომ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათიც, ვინც უკვე გადაიტანა ვირუსი.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები