მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა – ვიდეო

გამოწერა
აჭარის მთებში დიდი თოვლი მოვიდა, რომელმაც, პირდაპირი გაგებით, დაფარა სოფლები. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო ადგილიდან.

ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო 24 საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილზე 70 სანტიმეტრს აღწევს.

უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0