თბილისის „ლოკომოტივი“ ახალი სეზონისთვის ემზადება – ვიდეო

გამოწერა
თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში უკვე პირველი სატესტო მატჩიც გამართა „გარეჯთან“.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

„ლოკომოტივი“ 31 იანვრის ჩათვლით განაგრძობს მომზადებას და ორ შეხვედრას გამართავს. კერძოდ, 24 იანვარს „საბურთალოსთან“, ხოლო 31 იანვარს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ.

გუნდს ამბიციური მიზნები აქვს და, მისი ხელმძღვანელობის აზრით, წელს „ლოკომოტივი“ სამეულში მოხვედრას შეძლებს და ევროსარბიელზეც წარმატებით წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0