სათამაშო ფისოს დანახვით შოკირებული კატა – სახალისო ვიდეო

გამოწერა
შინაური ცხოველები ხანდახან ძალიან უცნაურად და უნიკალურად იქცევიან, რაც მომენტალურად ვრცელდება ინტერნეტით.

ამ კატის თვალებში ჩანს შიში, გაუგებრობა, პანიკა და დახმარების თხოვნა. ის ხომ პირველად აღმოჩნდა ასეთ საშიშ და უჩვეულო სიტუაციაში.

კადრებში ჩანს სათამაშო წითური კატა, ხოლო მის პირდაპირ შეშინებული და შოკირებული ნამდვილი კატა, რომელიც გაოგნებული უყურებს მის წინ დადებულ სათამაშოს.

გაოგნებული და შეშინებული კატა სათამაშოს გამოძრავებაზე ძირს ეცემა და პატრონს თვალებით სთხოვს დახმარებას. როგორც ჩანს, მას სურს, რომ სათამაშო კატა "მისი სახლიდან გააძევონ" და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვიდეოს ავტორმა სათამაშო დამალა და მისი ოთხფეხა მეგობარიც დამშვიდდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0