15:03 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
ვიდეო

ლეოპარდის ფანტასტიკური ნახტომი აფრენილი ყარყატის დასაჭერად – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

ფრინველს რომ თუნდაც წამით დაეგვიანა, ნადირის ეშვებში აღმოჩნდებოდა, რომელსაც სულ რამდენიმე მილიმეტრი დააკლდა მიზნის მიღწევამდე.

ეს შემთხვევა ყარყატის მეორე დაბადების დღეა, რადგან ის მტაცებელს სულ ბოლო წამს გადაურჩა.

ეს საოცარი ვიდეო ტანზანიის საფარი-პარკის სტუმრებმა გადაიღეს. კადრებში ჩანს მაღალ ბალახებში მდგომი ყარყატი, რომელიც მშვიდად მიდის წინ და ხანდახან ქვემოთ იხედება. თითქოს საფრთხე არსაიდან ემუქრება...

თუმცა მისგან რამდენიმე მეტრში იმალება ლეოპარდი, რომელსაც ფრინველი ვერ ხედავს. ის თავს უცაბედად ესხმის ყარყატს, რომელსაც დროული რეაქცია აღმოაჩნდა და აფრენა მოასწრო. ერთი წამითაც კი რომ დაეგვიანა, მის სიცოცხლეს ვეღარაფერი იხსნიდა – მტაცებელმა საოცარი ნახტომი გააკეთა რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, თუმცა ფრინველის დაჭერა მაინც ვერ შეძლო.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები