19:13 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ვიდეო

"მსოფლიოში საუკეთესო დირექტორი" შესვენებაზე მოსწავლეებთან ერთად ცეკვავს – სახალისო ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

ვიდეოს მთავარი გმირი სკოლის დირექტორია, რომელიც საკუთარი პროფესიის ერთგულია. მოსწავლეები მას არა მხოლოდ წლის ბოლოს ხვდებიან, არამედ ყოველდღე მასთან ერთად ცეკვავენ შესვენებაზე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა დირექტორი ამ ყველაფერს უბრალოდ არ აკეთებს, მისი მიზანი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიცემაა.

ეს ვიდეო გადაღებულია ჩინეთის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში. მისი დირექტორი ჩჟან პენფეი აქტიური ცხოვრების მომხრეა და ბაშვებში ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრას ამ მეთოდით ცდილობს. მან შაფლის სტილში ცეკვა ისწავლა, შემდეგ კი ცოდნა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა.

ახლა დირექტორი სხვა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად დასვენებებზე ცეკვავს. ეს ვიდეო მომენტალურად ვირუსული გახდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დირექტორი ორიგინალურობისთვის შეაქეს და "მსოფლიოს საუკეთესო დირექტორის" სტატუსიც მიანიჭეს.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები