09:44 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

მეექვსე გრძნობამ მძღოლი ავარიისგან იხსნა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
15710

მძღოლმა სრულიად უმიზეზოდ გადაწყვიტა მანქანის უკან დახევა, რამაც ის განსაცდელისგან იხსნა – რამდენიმე წამში ზუსტად იმ ადგილზე ავარია მოხდა.

ვიდეოს ავტორის თქმით, თავადაც არ იცის, რატომ გადაწყვიტა ავტომობილის უკან დაწევა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ის პრობლემებისგან იხსნა.

ეს საინტერესო შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ მიუახლოვდა მძღოლი გზაჯვარედინს და შუქნიშნის წითელ ნიშანზე გაჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ გადამკვეთი გზისგან ის საკმაოდ შორს იდგა და არ არღვევდა მოძრაობის წესებს, არც რაიმე საფრთხე ემუქრებოდა, ავტომობილის ოდნავ უკან გაწევა გადაწყვიტა.

რამდენიმე წამში გზაჯვარედინზე მოხდა ავარია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ავტომობილიც სწორედ ვიდეოს ავტორის წინ აღმოჩნდა, ზუსტად იქ, საიდანაც მან უკან გადაინაცვლა. 

მძღოლმა ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავადაც არ იცის, რატომ გადაწყვიტა უკან დახევა, თუმცა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ აარიდა მას საფრთხე თავიდან.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები