21:53 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ვიდეო

ძაღლმა პატრონს "სიურპრიზი" მოუწყო და სახლი ბალიშის ბუმბულებით გაავსო – სახალისო ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

ვიდეოს ავტორის გაწონასწორებული ხასიათის ალბათ ყველას შეშურდება, სახლში შესულს ასეთი ქაოსი რომ დახვდეს...

უნდა აღინიშნოს, რომ ბუმბულებით მოფენილი სახლი მშვენივრად გამოიყურება, თუმცა მისი დალაგება ნამდვილად ძალიან რთულია.

კადრებში ჩანს, როგორ ჩადის მამაკაცი მეორე სართულიდან პირველზე და აწყდება ბუმბულებით დაფარულ იატაკს, რაზეც გაკვირვებას გამოხატავს.

შემდეგ მამაკაცი მიდის მარცხნივ და გვიჩვენებს სასტუმრო ოთახს, სადაც ასევე უამრავი ბუმბულია მოფანტული. შემდეგ კი აწყდება ძაღლს, რომელსაც ბალიში უჭირავს, უფრო სწორად, ის, რაც ბალიშისგან დარჩა. პატრონის გაბრაზების პასუხად ის ყეფას იწყებს და გარბის.

პატრონი მას მიჰყვება და აღმოაჩენს ასევე ბუმბულებით მოფენილ სამზარეულოს, რა დროსაც ძაღლი გაქცევას გადაწყვეტს, ვიდეოს ავტორი კი მას უყვირის: "სწორია, ჯობს გაიქცე!"

მეტი ვიდეო

მთავარი თემები