05:31 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ვიდეო

დედას ბავშვი მანქანიდან გადმოუვარდა და ვერც კი შენიშნა – გამაოგნებელი კადრები

მოკლე ბმულის მიღება
967 0 0

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. საბედნიეროდ, ბავშვს არაფერი დაშავებია.

კადრებში ჩანს, როგორ გადმოვარდა მანქანიდან შუა ქუჩაში საბავშვო სავარძელი, რომელშიც ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ჩვილი ზის. პატარა საკუთარ დედას გადმოუვარდა ავტომობილის გაღებული კარიდან ისე, რომ ეს მას საერთოდ არც კი შეუნიშნავს.

ბავშვს უკან მომავალი მანქანა წაადგა თავს და სწორედ მისმა მძღოლმა ჩად მოკმა იხსნა ის უბედური შემთხვევისგან. ჩადი ხელების ქნევით ცდილობდა ნიშანი მიეცა უთავბოლო დედისთვის, მაგრამ მას, სავარაუდოდ, არაფერი დაუნახავს.

საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა, ხოლო დედას, დიდი ალბათობით, სამართალდამცველებთან საქმის გარჩევა ელოდება.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები