15:12 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
ვიდეო

ამერიკელი დიპლომატის მეგრულად ამღერებული ქალიშვილი – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
135010

ბენდი Blato Zlato სოციალური ქსელებით ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ამერიკელი ახალგაზრდები დიდი გრძნობით ასრულებენ მეგრულ „აშო ჩელას“.

ვიდეოს თან ახლავს პოსტი, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენი ორი ვოკალისტი ანა და ლოუ ამ ზაფხულს ანას მშობლებს ესტუმრნენ თბილისში, საქართველოში და მათთან რამდენიმე კვირა გაატარეს. ისინი სწავლობდნენ სიმღერებს, მიირთმევდნენ მჭადსა და ლობიანს, სვამდნენ ღვინოსა და ჭაჭას, დადიოდნენ ლაშქრობაზე მთებში და ძალიან შეუყვარდათ საქართველოს მშვენიერი ხედები“.

აღმოჩნდა, რომ ბენდის მეგობარი ორი გოგონადან ერთი — ანა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის ქალიშვილია.

და როცა დიპლომატის ოჯახის წევრები იმ ქვეყნის ენითა და კულტურით ინტერესდებიან, რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ვფიქრობთ, ორმაგად სასიამოვნო და მისასალმებელია.

ასე რომ, ნახეთ და მოისმინეთ ანა კელის ჩამტკბარი მეგრული „აშო ჩელა“.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები