ცეცხლი დასავლეთ საქართველოს ტყეებს ანადგურებს: ბრძოლა ხანძრებთან – ვიდეო

გამოწერა
დასავლეთ საქართველოში ხანძართან ბრძოლა გრძელდება. წალენჯიხის რაიონის ტყეებში ჯერ კიდევ რჩება ცეცხლის კერები. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ბოლო დღეებში მეხანძრეებმა სამეგრელოში ტყის ხანძრების 80 კერა ჩააქრეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, ხანძრების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოვლენილი დაუდევრობა გახდა.

ცეცხლმა ძირითადად დააზიანა პატარა ბუჩქები და ხეები. გამწვანება განადგურდა დაახლოებით 30 ჰექტარზე. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. არ არიან დაშავებულები.

 

ყველა ახალი ამბავი
0