18:51 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ვიდეო

ჯინ ჯინგი – მადლიერი პინგვინი, რომელიც ადამიანურობის მაგალითს იძლევა

მოკლე ბმულის მიღება
20710

ბრაზილიელმა ჟუან პერეირამ 2011 წელს პატარა პინგვინი სიკვდილს გადაარჩინა და ახლა ის ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის, რომ მხსნელს მიაკითხოს!

ჟუანმა მომაკვდავი პინგვინი ზღვის პირას იპოვა. ის იწვა და ვერ ინძრეოდა, რადგან პატარა არსება მთლიანად ნავთობში იყო ამოვლებული. კაცმა ის შინ წაიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, მოუარა. მერე ყოველდღე თევზით კვებავდა. სახელიც კი მოუფიქრა: ჯინ ჯინგი.

პინგვინმა ერთი წელი გაატარა ჟუანთან, მერე კი ზღვას მიაშურა და მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და ჯინ ჯინგი ისევ გამოჩნდა…

და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია. პინგვინი ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის, რომ რამდენიმე თვე თავის მხსნელ ჟუანთან გაატაროს, მუხლებზე ჩამოუსკუპდეს და მისი ხელით მირთმეული თევზით ჩაიტკბარუნოს პირი. მერე კი ისევ პატაგონიისკენ გაუყვეს ტალღებს…

ასეთი მადლიერება ადამიანებს შორისაც კი ძნელი წარმოსადგენია.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები