07:55 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ვიდეო

უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა აშშ-ში: კილომეტრებზე გაჭიმული მოლივლივე ღრუბლის მილი

მოკლე ბმულის მიღება
275 0 0

უჩვეულო მოვლენა - ეს, ეგრეთ წოდებული, ტალღოვანი ღრუბელია, ვინაიდან ფორმით გრძელ ტალღას ჩამოჰგავს - ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა და ამის გამო ნაკლებადაა შესწავლილი

ვირგინიის შტატის ქალაქ რიჩმონდის ცაზე გიგანტურმა, რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმულმა ღრუბელმა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია

თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ეს უჩვეულო ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი, YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ვიდეოს აღწერაში ავტორი წერს:

„სამსახურში წასვლის წინ სამზარეულოში ყავას ვიდუღებდი, როდესაც ფანჯრიდან გავიხედე და ეს ჯადოსნური, ცაში მოლივლივე მილი დავინახე, რომელიც ჩემ თვალწინ იცვლიდა ფერებს… ეს იშვიათი სანახაობა იყო“.

უჩვეულო მოვლენა — ეს, ეგრეთ წოდებული, ტალღოვანი ღრუბელია, ვინაიდან ფორმით გრძელ ტალღას ჩამოჰგავს. ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა და ამის გამო ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც ვიდეოზე ჩანს, ღრუბელი მიწის ზედაპირიდან 100-2000 მ სიმაღლეზე შეიძლება მდებარეობდეს, ხოლო სიგრძე ათასობით კილომეტრზე იყოს გაჭიმული.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები