საახალწლო ფოიერვერკი თბილისში - სალუტების ფერებში გახვეული ქალაქი

გამოწერა
ახალი წლის ღამეს თბილისის ცა ათასობით ფოიერვერკმა გაანათა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ აღნიშნეს დედაქალაქში 2021 წლის დადგომა

ახალი წლის შესახვედრად თბილისელები წინასწარ მოემზადნენ. დეკემბრის დასაწყისიდან ფოიერვერკები უკვე ბევრგან იყიდებოდა, ხოლო დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე მათი შეძენა ყველა მაღაზიაში იყო შესაძლებელი.

ახალი წლის ღამეს თბილისელებმა ნამდვილი ცეცხლოვანი შოუ გამართეს - ფოიერვერკების სროლა დედაქალაქის ცაზე ახალი წლის დადგომამდე დაიწყეს, რაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0