02:54 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

მსოფლიო 2020 წელს გამოემშვიდობა - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

მსოფლიო 2020 წელს გამოემშვიდობა და უკეთესის იმედით 2021 წელს შეეგება. მასშტაბური ფოირვერკშოუთი აღნიშნეს ახალი წლის დადგომა ავსტრალიაში. სიდნეიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ავსტრალიაში შეკრებებსა და გადაადგილებებზე შეზღუდვებია დაწესებული.

მანამდე კი ახალი წელი ახალ ზელანდიაში იზეიმეს, სადაც 2021 წელს ასევე ფოერვერკის შოუთი შეხვდნენ. ახალი წელი პირველებმა ტონგას, სამოასა და შობის კუნძულების მცხოვრებლებმა აღნიშნეს. შემდეგი, სადაც ახალი წლის დადგომას ელოდებოდნენ, იაპონიაა. მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ხელს თოვლიანი ამინდი უწყობს. თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, იაპონიაშიც, ებრძვიან კორონავირუსის მესამე ტალღას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი წლის პერიოდის მშვიდად გატარებისკენ მოუწოდებს.

პლანეტაზე ყველაზე ბოლოს,  2021 წელი ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმეს. COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამო, ადამიანები ახალ წელს განსხვავებულ რეალობაში შეხვდნენ. ის რაც დღეს მსოფლიო მოსახლეობას აერთიანებს - იმედი და მოლოდინია, რომ 2021 წელს შეძლებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.  

მეტი ვიდეო

მთავარი თემები