18:26 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ვიდეო

სიუხვე დახლებზე: თბილისელები საქეიფოდ ემზადებიან - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
942 0 0
© Sputnik / STRINGER

თბილისის ბაზრებში წინასაახალწლო აჟიოტაჟია. ამ დღეებში ათასობით ადამიანი მიდის საახალწლო საყიდლებზე, დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში

შემოდგომასა და ზამთარში, მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, აგრარულ და სურსათის ბაზრებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საახალწლოდ მათ მიმდებარედ მაინც საცობებია.

ტრადიციულად, საქართველოში საახალწლო სუფრაზე უამრავი კერძი გვხვდება. მათი უმეტესობა მზადდება ხორცით, ფრინველით და თევზით, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ხორცისა და თევზის რაოდენობა დახლებზე ძალიან დიდია.

ათასობით ადამიანი ცდილობს ახალ წელს სუფრაზე უხვად იყოს საკვები, თუმცა რაც შეიძლება იაფად. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი აგრარულ მაღაზიებში მთელ ქალაქში იყიდება, თუმცა ბაზრებში კლიენტების რაოდენობა არ იკლებს. აქ ძალიან დიდი არჩევანია. 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები