18:07 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

საახალწლო ვიდეორეცეპტი: როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საცივი

მოკლე ბმულის მიღება
გემრიელი სამზარეულო (97)
3691 0 0
© Sputnik / Denis Aslanov

საცივი ქართული სამზარეულოს მთავარ კერძად და საახალწლო სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს კერძი.

„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა თანმიმდევრობით ჩაწერილი თვალსაჩინო რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: ინდაური, ნიგოზი, ხახვი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, დარიჩინი, მიხაკი, ძმარი და მარილი.

მომზადების წესი

  • დავასხათ ინდაურს წყალი და დავდგათ ცეცხლზე, მოვხარშოთ. ხარშვის დროს პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
  • სანამ ინდაური იხარშება, მოვამზადოთ ნიგვზის სოუსი: გავატაროთ ნიგოზი, ნიორი სუნელებთან ერთად. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მარილი და დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი, დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, მოვშუშოთ, ოქროსფერი რომ გახდება, შევურიოთ ნიგოზს, დავასხათ ბულიონი, უნდა მივიღოთ შესქელებული მასა. დავამატოთ სუნელები, მარილი, ძმარი და ავურიოთ. მიღებული მასა გავატაროთ საცერში (შესაძლებელია ბლენდერში ათქვეფაც).
  • დარჩენილი ბულიონი დავდგათ ცეცხლზე და დავამატოთ ნიგვზიანი მასა, თან ვურიოთ. მიღებული მასა თხევადი ფაფის სისქის უნდა იყოს. მივიყვანოთ ადუღებამდე. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ საცივი უფრო გასქელდება.
  • დაჭრილ ინდაურს დავასხათ მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე და რამდენიმე საათით მაცივარში შევდოთ.

გემრიელად მიირთვით!



თემები:
გემრიელი სამზარეულო (97)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები