16:35 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ვიდეო

თბილისის მერმა მრავალშვილიან მამას ბინა აჩუქა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
478 0 0
© video: Sputnik

ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს წინასაახალწლოდ დიდი სიხარული ეწვია. მარტოხელა მამა ექვს შვილთან ერთად ახალსახლობას აღნიშნავს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

გარემონტებული ოთხოთახიანი, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით გაწყობილი ბინა ოჯახმა საჩუქრად თბილისის მერის კახა კალაძისგან მიიღო. კალაძე პირადად დახვდა ოჯახს ახალ სახლში.

„ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ ოჯახს. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ! აქ ყველაფერია საცხოვრებლად, გაკეთებულია რემონტი, არის ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ახალი სახლი, განსაკუთრებით კი ტკბილეული და ნაძის ხე.

ალუაშვილების ოჯახის შესახებ მერმა სოციალური ქსელებიდან შეიტყო. უკანონო მშენებლობების ნგრევის დროს გავრცელდა მამა-შვილის გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელმაც მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები