13:33 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

საახალწლო განწყობა: როგორ ყიდულობენ თბილისელები ნაძვის ხეებსა და ჩიჩილაკებს - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
4314 0 0
© Sputnik / Alex Shlamov

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა საქართველოში ამ დღესასწაულს სხვა სიმბოლოც აქვს - ეს ჩიჩილაკია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ყიდულობენ თბილისელები ქალაქის ცენტრში მოწყობილი ღია ბაზრობაზე ჩიჩილაკებსა და ნაძვის ხეებს

ყოველ წელს თბილისის სპორტის სასახლის ყოფილ შენობასთან ტრადიციულად იმართება საახალწლო სუვენირების, ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ღია ბაზრობა. აქ იყიდება საახალწლო პიროტექნიკაც და ტკბილეულიც. მოკლედ, ახალი წლის წინ ჩიჩილაკისა და ნაძვის ხის ყიდვა შესაძლებელია ყველა ბაზრობაზე და მაღაზიებში.  

ჩიჩილაკს ყველა ოჯახში ტრადიციული ადგილი აქვს ნაძვის ხის გვერდით, ახალი წლის ღამეს კი მას სუფრაზეც ათავსებენ ტკბილეულთან ერთად. ამ საახალწლო სიმბოლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გურიაში დაიწყო.

თავდაპირველად, მას ბარბალობას მოჭრილი თხილის ტოტებისგან ამზადებდნენ, თუმცა დღეისათვის მისი გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ხისგან, მთავარია მისი ტოტები იყოს სწორი.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები