თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო – ვიდეო

გამოწერა
თბილისის მერიამ ქალაქის გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. როგორ მიმდინარეობდა პროცესი, იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

სამგორის რაიონში სამშაბათს რამდენიმე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

სანაძის ქუჩის მკვიდრები ბულდოზერების მუშაობისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები. მათ რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ამ შენობების მოსახლეები აცხადებენ, რომ ზამთარში ვერსად წავლენ, ვინაიდან მათ მთელი საკუთარი დანაზოგები სახლების მშენებლობაში დახარჯეს.

როგორც მერიაში განმარტეს, შემოწმების შედეგად ინსპექტორებმა ამ მონაკვეთზე 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს. სანაძის ქუჩაზე შენობები შესაბამისი ნებართვების გარეშე აშენდა.

ყველა ახალი ამბავი
0