12:20 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

ინდონეზიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

შაბათს, ძლიერი წვიმების შედეგად ჩრდილოეთ სუმატრაში წყალდიდობა მოხდა, რის გამოც მედანის ათასობით მკვიდრის ევაკუაცია გახდა აუცილებელი

სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები ადგილზე პარასკევს საღამოს მივიდნენ, დაშავებულები გასაბერი ნავებით თავშესაფრამდე გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაციები კი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მედანის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის რეგიონული სააგენტოს მონაცემებით, ხუთშაბათის საღამოდან წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა ოთხი მდინარე და დატბორა ახლოს მდებარე სახლები და გზები. წყალდიდობამ ჯამში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი აზარალა. შაბათის მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები