იტალიაში ანტიფაშისტებმა შესაძლო ულტრამემარჯვენე ჯგუფის ბიბლიოთეკის გახსნა გააპროტესტეს

გამოწერა
ათობით დემონსტრანტმა ჩერნუსკო სულ ნავილოში, მილანთან ახლოს, მარში გამართა Altaforte-ს ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც იტალიურ ნეოფაშისტურ ჯგუფს CasaPound უკავშრდება

დემონსტრანტები ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე წითელ დროშებს იქნევდნენ და ანტიფაშისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ, შემდეგ კი პლაკატები გააკრეს ბიბლიოთეკის შენობის კედელზე.

აქვე თავი მოიყარეს მოწინააღდეგე აქციის წევრებმა, რის გამოც ადგილზე პოლიციის დიდი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც, მათ შორის საბჭოს ლიგის წევრი მასიმილიანო ბასტონი და ევროპარლამენტის წევრი კარო ფიდანზა.

Altaforte არის გამოცემა, რომელსაც გასულ წელს გამოსცა წიგნი ინტერვიუ იტალიის ყოფილ ვიცე პრემიერ-მინისტრ მატეო სალვინისთან, ხოლო ბიბლიოთეკის მფლობელმა ფრანჩესკო პოლაკიმ საკუთარ თავს ფაშისტი უწოდა, შემდეგ მას ბრალი დასდეს რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობაში, მათ შორის 2007 წელს მკვლელობის მიზნით თავდასხმაში.

ყველა ახალი ამბავი
0