ბრიტანეთის ზოოპარკში ტყუპი ჯუჯა ანთრები დაიბადნენ - ვიდეო

გამოწერა
ჩესტერის ზოოპარკში აღმოსავლური ტყუპი ჯუჯა ანთრები დაიბადნენ, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მინიატურულ პრიმატთა გვარს განეკუთვნებიან

ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელმაც დააფუძნა ჩესტერის ზოოპარკი, განაცხადა, რომ პატარა მაიმუნები ზოის და ბოლდრიკის ნაშიერები არიან და ისინი სამყაროს სექტემბერში მოევლინენ.

ახლა პატარა ანთრების ზომა ხუთი სანტიმეტრია სიმაღლეში და 10 გრამზე ნაკლებს იწონიან, ზრდასრული მინიატურული ანთარი 20 სანტიმეტრამდე იზრდება და 130 გრამს იწონის.

მინიატურული ანთრები ბინადრობენ ლათინურ ამერიკაში, კერძოდ ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორისა და პერუს ტროპიკულ ტყეებში. ეს სახეობა ამ დროისათვის გადაშენების პირასაა ჰაბიტატის, ნადირობისა და ველური ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობის გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0