https://cdn1.img.sputnik-georgia.com/images/07e4/0c/03/250235424.jpg
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
Sputnik
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
https://sputnik-georgia.com/video/20201203/250235534/londonshi-pabebis-gaxsnas-da-vaqcinis-damtkicebas-agnishnaven.html
ოთხშაბათს ლონდონელები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ, ვინაიდან პაბები ქვეყნის ზოგ რეგიონში კვლავ იხსნება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა კორონავირუსის ვაქცინა Pfizer/BioNTech.
კენსინგტონში ათობით ადამიანმა მოიყარა თავი Churchill Arms-თან ტრადიციული საშობაო განათების ჩართვის წინ.
ოთხშაბათს ინგლისში ერთთვიანი საყოველთაო იზოლაცია დასრულდა, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. თუმცა ვაქცინის შესახებ სიახლე ოპტიმისტური განწყობის საფუძვლად იქცა.
პირველი ეპიდაფეთქების შემდეგ დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 659 256 ადამიანი შეადგინა. ამ მომენტისათვის ქვეყანაში ვირუსით 59 699 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.