აშშ ავღანეთს ტოვებს: გადის ჯარი და იხურება სამხედრო ბაზები

გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში თალიბანთან შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ 10 სამხედრო ბაზა დახურა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა The Washington Post ანონიმურ ავღანელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გაზეთის თანახმად, დახურული ბაზები მდებარეობს ავღანეთის არასტაბილურ პროვინციებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 2020 წლის თებერვალში ისტორიულ მშვიდობიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ერთ-ერთი პირობის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა დოკუმენტზე ხელის მოწერიდან 14 თვის განმავლობაში ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს ჯარის ნაწილები. მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მნიშვნელოვნად შეამცირებდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იანვრის შუა პერიოდში მათი რაოდენობა 5 ათასიდან 2,5 ათასამდე დაიკლებს.

ყველა ახალი ამბავი
0