მადრიდის ცენტრში წინასაშობაო ხალხმრავლობაა – ვიდეო

გამოწერა
მადრიდის ცენტრში საშობაოდ მოწყობილი და განათებული პრესიადოს ქუჩა ხალხით გადაივსო მიუხედავად სოციალური დისტანციის დაცვისა და ხალხმრავლობისგან თავის არიდების რეკომენდაციებისა.

ესპანეთის დედაქალაქში მაღაზიებთან რიგები დადგა, რაზეც საზოგადოებას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა.

„ჩემი აზრით, აქ უამრავი ხალხია, ზოგიერთი შესაძლოა დაინფიცირდეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი უპასუხისმგებლოა“, – თქვა გამვლელმა მოზარდმა.

„ბევრი ხალხია, ეს ცოტა საშიშია, თუმცა ჩვენ თავს ვიცავთ პირბადეებით და კარგად ვატარებთ დროს“, – განაცხადა ჯოზიასმა, კიდევ ერთმა გამვლელმა მოზარდმა.

მადრიდში უკვე შემსუბუქდა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა საკომენდანტო საათი 00:00-დან 06:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კვირისთვის ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1.628.208 შეადგინა, გარდაიცვალა 44.668 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0