შეტაკებები და მძვინვარე ხანძარი: პარიზელები უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ

გამოწერა
შაბათს მომიტინგეები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „გლობალური უსაფრთხოების“ შესახებ კანონს აპროტესტებდნენ, ქუჩებში ცეცხლი დაანთეს, შემდეგ კი პოლიციას დაუპირისპირდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელიც ჟურნალისტების რამდენიმე კავშირმა გამართა, მსვლელობა გამართეს რესპუბლიკის მოედნიდან ბასტილიის მოედნამდე, მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა.

მოგვიანებით მომიტინგეებმა ქუჩაში ცეცხლი დაანთეს, შემდეგ კი პოლიციას დაუპირისპირდნენ.

„გლობალური უსაფრთხოების“ კანონი, რომელიც პარასკევს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო, კრძალავს სურათების გავრცელებას, რომლებზეც შესაძლებელია პოლიციისა და ჟანდარმერიის თანამშრომლების იდენტიფიცირება. ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა კანონი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის პრესის თავისუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ კანონს ქვეყნის სენატი იანვარში გადახედავს.

ყველა ახალი ამბავი
0