„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ამომრჩევლებისთვის „მადლობის მარში“ გამართა

გამოწერა
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთში საკუთარ ამომრჩევლებს „მადლობის მარში“ მიუძღვნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიმდინარეობდა აქცია.

დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთში მესამე ადგილი მოიპოვა ხმების 17,95%-ით, თუმცა არჩევნების მეორე ტურში ვერ მოხვდა – მას „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ გადაუსწრეს.

დოლიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის, რის შემდეგაც მათთან ერთად ჩამოხსნა საკუთარი წინასაარჩევნო სააგიტაციო პლაკატები.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო პლაკატები არჩევნებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა ჩამოიხსნას.

საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა 17 ერთმანდატიან ოლქში. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ახალი შერეული სისტემით გაიმართა, რომლის თანახმადაც 150-დან 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩიეს, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

ყველა ახალი ამბავი
0