სოფიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ – ვიდეო

გამოწერა
სოფიაში მინისტრთა საბჭოს შენობასთან იზოლაციის ასობით მოწინააღმდეგემ მოიყარა თავი, რათა ბულგარეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაეპროტესტებინათ.

შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა მინისტრთა საბჭოს შენობაში შეღწევა სცადეს.

მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ჩვენ გვაქვს შრომის უფლება“ და სკანდირებდნენ ამ ტიპის ლოზუნგებს. მარტის შემდეგ ქვეყანაში დაწესებულმა იზოლაციის წესებმა ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი იქონია.

ბულგარეთის მთავრობამ ახალი აკრძალვა გამოაცხადა, რომლის თანახმადაც სკოლები, სატრენაჟორო დარბაზები და რესტორნები 21 დეკემბრამდე დაიკეტება.

შეზღუდვები, რომლებიც პარასკევს შევა ძალაში, მიმართულია საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში შეკრებისკენ, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს და ჯანდაცვის სისტემაზე წნეხი შემსუბუქდეს.

ყველა ახალი ამბავი
0