03:49 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ვიდეო

სინოდის წევრი მეუფე ლაზარე კორონავირუსისგან გარდაიცვალა - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
151 0 0
© Sputnik / STRINGER

წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფე ლაზარე (დიმიტრი სამადბეგიშვილი) კორონავირუსისგან გარდაიცვალა. კვირას სასულიერო პირთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია აღევლინა

მეუფე ლაზარეს COVID-19-ის ფონზე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რასაც ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასულიერო პირს ჰქონდა სიმსივნე, ცოტა ხნის წინ მან ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები განსაკუთრებით საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ეპისკოპოსი 65 წლის იყო.

პანაშვიდები და დაკრძალვა კვირას მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა.

2014 წლის ივნისში სინოდის სხდომაზე მეუფე ლაზარე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიების მთავარ,ღვდლად აირჩიეს. 2017 წლის იანვარში ის ბორჯომისა და ბაკურიანის მღვდელმთავრად გადაიყვანეს.~

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები