თბილისის ბაროკოს ფესტივალი წელს ონლაინ–ფორმატში გაიმართება – ვიდეო

გამოწერა
პანდემიამ „თბილისის ბაროკოს ფესტივალის“ ორგანიზატორთა გეგმებიც შეცვალა – ღონისძიებები წელს ონლაინ–ფორმატში ჩაივლის. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი 12-ის ნაცვლად მხოლოდ ორ კონცერტს წარმოადგენს.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ეწვევა.

ბაროკოს ინსტრუმენტების თანხლებით შესრულებულ კომპოზიციებთან ერთად ონლაინ–ფესტივალის სტუმრები თბილისის თანამედროვე ბალეტის ვიდეოწარმოდგენასაც ნახავენ. ერთ ვიდეორგოლში თავმოყრილი სხვადასხვა მინიატურები და კომპოზიციები გიორგი ალექსიძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

ყველა ახალი ამბავი
0