05:39 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ვიდეო

ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი

მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. საერთო განცხადებაში, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გაახმოვანა, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლისა და სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე 2020 წლის 10 ნოემბრიდან.

სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან შეხების ზოლზე და იმ დერეფნის მიმდებარედ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლის ვალდებულება აიღეს. ასევე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის, ლაჩინის და აგდამის რაიონები. სიტუაცია არაღიარებულ რესპუბლიკაში სექტემბერში დაიძაბა. ერევანმა და ბაქომ ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. მხარეებს შორის შეთანხმების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეოში.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები