ამბოხის ღამე ერევანში: 10 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა – ვიდეო

გამოწერა
გასული ღამე სომხეთში იმდენად დაძაბული იყო, რომ 2018 წლის რევოლუციის პერიოდიც ვერ შეედრება. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.

„Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტები მთელი ღამის განმავლობაში 9–10 ნოემბრის ღამის მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს იღებდნენ.

ადამიანების ყვირილი, ქალაქის ცენტრში მანქანების სიგნალები, დარბევა მთავრობისა და პარლამენტის შენობებში, ნაციონალური კრების სპიკერის არარატ მირზოიანის ცემა – ეს ყველაფერი ერთ ღამეში მოხდა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად 01:00 საათზე ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას.

„მე მივიღე რთული, განსაკუთრებით რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და თქვენთვის. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე ყარაბაღის ომის შეწყვეტას 01:00 საათზე. გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მოქალაქეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ ფაშინიანის განცხადებაზე ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის დათმობის შესახებ. საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის სახლთან, მომიტინგეები შეიჭრნენ შენობაში, დაარბიეს ფაშინიანის კაბინეტი და წაიღეს სახელმწიფო სიმბოლოები. შემდეგ მათ გადაინაცვლეს პარლამენტთან, სადაც ნაციონალური კრების სპიკერი არარატ მირზოიანი სცემეს.

ყველა ახალი ამბავი
0