21:02 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ვიდეო

საპატრულო პოლიცია VS COVID-19: წესები და რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეებში

მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს აქტიურად აკონტროლებენ.

პატრულ-ინსპექტორები თბილისში არსებულ მეტროს ყველა სადგურში და მათ შესასვლელებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

გარდა ამისა, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, ბაზრობების ტერიტორიაზე, სხვა თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები