დაპირისპირება და დაკავება: ლივერპულში თვითიზოლაციის ზომები გააპროტესტეს

გამოწერა
ხუთშაბათს ლივერპულში რამდენიმე ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ ბრიტანეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული იზოლაციის ზომები გააპროტესტეს.

დაპირისპირებისას მომიტინგეები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ოფიცრები კი მათ მიწაზე აწვენდნენ და ბოჭავდნენ.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ის ბიზნესმენია, რომელიც იძულებული გახადეს საკუთარი ბიზნესი შეეჩერებინა.

„მე ვღელავ საკუთარ შვილებზე. ეს საშინელებაა. გაიხსენეთ 2000 წელი, როდესაც ისინი ექვსი თვის განმავლობაში გვაშინებდნენ. შიში კონტროლის შესანიშნავი მექანიზმია. სწორედ მისი საშუალებით გვაკონტროლებენ ჩვენ. ყველამ უნდა ვიაქტიუროთ, ეს ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა მან.

ახალი ზომები, რომლებიც რესტორნების, პაბების, სატრენაჟორო დარბაზებისა და არასასურსათო მაღაზიების დაკეტვას მოიაზრებს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ დააწესა. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0