პირბადეები ყველგან, სკოლა დისტანციურად: ახალი შეზღუდვები საქართველოში – ვიდეო

გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პირბადეების ქუჩაში ტარების აუცილებლობა და სხვა შეზღუდვები განსაზღვრა. დაწვრილებით – „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ დღე-ღამეში უკვე 2 ათასს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით კვლავ წესდება შეზღუდვები. თუმცა ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალი „ლოკდაუნი“ არ იქნება და ეპიდემიასთან ბრძოლა „წერტილოვანი“ იქნება.

ახლა პირბადის ტარება ქუჩაშიც აუცილებელი გახდა. დამრღვევები 20 ლარით დაჯარიმდებიან. ყველა დიდი ქალაქის სკოლა კვლავ დისტანციურ სწავლებაზეა, თბილისში დაიკეტა საბავშვო ბაღები, ასევე სამხატვრო სკოლებიც. რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ.

ნახეთ ჩვენს ვიდეოში, თუ რას ფიქრობენ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით თბილისში.

ყველა ახალი ამბავი
0