15:53 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ვიდეო

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს.

დაკავებულები არიან 38 მამაკაცი და მისი 16 წლის შვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში მეზობლად მცხოვრები 39 წლის ქალი და მისი 23 წლის შვილი წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით მოკლეს დედა–შვილის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე.

პოლიციამ ორივე ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები