როგორ აკონტროლებენ პოლიციელები პირბადის მოხმარების წესს თბილისის მეტროში – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. იხილეთ ვიდეოში, როგორ აკონტროლებენ პოლიციის თანამშრომლები პირბადის ტარების წესს მეტროში.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1872-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ოფიციალური ვებ-გვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 30303 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება თბილისშიც. დღეს 913 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ პირბადის ტარება ქუჩაშიც გახდეს სავალდებულო.

 

ყველა ახალი ამბავი
0