ქართული ტრანზიტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მონაკვეთი მზადაა

გამოწერა
ხაშური – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 125 კმ-ში, მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ამ დასახლებულ პუნქტზე გადის ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა.

ხაშურის მთავარ ქუჩებზე ყოველთვის დატვირთული მოძრაობა და ხშირი „საცობები“ იყო. ახლა, ახალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა განიტვირთა და შემცირდა მგზავრობის საერთო დრო საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ქალაქებს შორის.

ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი გვერდს უვლის ხაშურს და მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებს ძველი გზის გასწვრივ, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობდნენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს შემოსავლები, ახალი გზაზე სპეციალური სავაჭრო ადგილები მოეწყობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა E-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0