06:15 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
ვიდეო

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა გააკრიტიკეს - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა გააკრიტიკეს

ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, კლაუს ერნსტის აზრით, პროექტის გაყინვა, რომელიც ევროპის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, შეცდომა იქნება. „ეს საერთოდ არ შედის გერმანიისა და ევროპის ინტერესებში“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა RT Deutsch-თან ინტერვიუში. ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. მოგვიანებით ის გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი მოწამლეს მომწამლავი ნივთიერებების ჯგუფი „ნოვიჩოკის“ სუბსტანციით, თუმცა მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„ჩრდილოეთის ნაკადი – 2“ - ახალი გაზსადენის პროექტი რუსეთიდან ევროპაში ბალტიის ზღვის გავლით. მისი სავარაუდო სიმძლავრე იქნება 55 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში. აშშ, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დიდი ხანია „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ წინააღდეგ გამოდიან და ამტკიცებენ, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს უქმნის საფრთხეს. მოსკოვში დაუსაბუთებელ ბრალდებებს უარყოფენ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები