09:06 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
ვიდეო

ცივი ზაფხული - 2020: ნატომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო აქტივობა გააძლიერა

მოკლე ბმულის მიღება
143 0 0

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში ნატოს ორი ფრეგატი შევიდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ხომალდების დისლოცირება ბალტიისპირეთში ალიანსის მოკავშირეების უშიშროების გასაძლიერებლად ხდება.

მოსკოვს მიაჩნია, რომ საბოლოოდ, ზუსტად სამხედრო ბლოკის ქმედებები იწვევს რეგიონში დესტაბილიზაციას. რუსეთის საზღვრებთან ზაფხულის პერიოდში ნატოს მხრიდან პროვოკაციები გახშირდა, დაძაბულობას იწვევს რეგულარული სწავლებებიც, რომლებიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მასობრივი ხდება. მოსკოვმა არაერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს ტემპის შენელებისკენ და პანდემიის დროს რუსეთის საზღვრებთან სამხედრო მანევრებისგან დროებით თავის შეკავება შესთავაზა, თუმცა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობა სიტუაციის ნორმალიზებით არ დაინტერესდა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები