საქართველოში შატილში დაღუპულებს გლოვობენ - ვიდეო

გამოწერა
ხევსურეთის მთებში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ტრაგედიის დეტალები იხილეთ ჩვენს ვიდეოში

კვირას საღამოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საშინელი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. არ წყდება სამძიმრის წერილები საელჩოების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან.

საშინელი ავტოკატასტროფა შატილში: დამტვრეული მიკროავტობუსის კადრები - Sputnik საქართველო
საშინელი ავტოკატასტროფა შატილში: დამტვრეული მიკროავტობუსის კადრები

დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს თანაგრძნობა გამოუცხადეს ქვეყნის პირველმა პირებმა და საქართველოს პატრიარქმაც.
შატილის გზა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა არის. ბოლო დღეებში მთებში ხშირად წვიმდა, რამაც, შესაძლოა, გადაადგილება გაართულა.
მიკროავტობუსი ეკუთვნოდა ტურისტულ კომპანიას Traveler GE.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაუცველობის მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0