მთები, ზღვა, COVID-19: ვირუსმა საქართველოს კიდევ ერთ კურორტამდე მიაღწია

გამოწერა
კორონავირუსი განაგრძობს საქართველოში გავრცელებას – ამჯერად ვირუსმა ქობულეთამდე მიაღწია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, რა სიტუაციაა ახლა დამსვენებლების ერთ-ერთ საყვარელ ადგილზე.

ინფიცირების წყარო კაფე-ბარ „ჰავანაში“ გამოვლინდა, რომელსაც ყოველდღე ასობით ადამიანი სტუმრობს.

კორონავირუსი დაუდასტურდა დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს, მოგვიანებით კი მის ოთხ ნაცნობსაც. კაფეს თანამშრომლების ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, „ჰავანამ“ კი დეზინფექციის შემდეგ მუშაობა განაახლა.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დროული რეაგირება მოახდინეს.

კორონავირუსის გამო სვანეთში საკურორტო სეზონი ჩავარდა – რეგიონი იზოლირებულია გარე სამყაროსგან, ადგილობრივები და სტუმრები კარანტინში იმყოფებიან, რაც კიდევ სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

რეგიონში დაინფიცირების დაახლოებით 50 შემთხვევა დაფიქსირდა. ბევრმა ტურისტმა მოასწრო დაკეტვამდე სვანეთის დატოვება – ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამსახურებს.

ინფექციის აფეთქების ჩახშობას ცდილობენ ყაზბეგშიც, სადაც COVID-19 საქართველო-რუსეთის საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს აღმოაჩნდათ.

ყველა ახალი ამბავი
0