02:38 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
ვიდეო

რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა

მოკლე ბმულის მიღება
130 0 0

ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. პრეპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მას „სპუტნიკ V“ უწოდეს.

ვაქცინამ წარმატებით გაიარა ტესტირება მოხალისეებზე, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და გვერდითი ეფექტები არ შეუმჩნევიათ. მედიკოსების თქმით, ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, პრეპარატმა კი საკუთარი უსაფრთხოება დაადასტურა.

ახალი რუსული წამლით დაინტერესდნენ ბევრ ქვეყანაში, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებში პრეპარატების ტესტირებასთან და გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ცენტრის გარდა, ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა კიდევ ორი რუსული კომპანია − ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფედერალური სამსახური „ვექტორი“, რომელმაც დაიწყო ადამიანებზე სამი სხვადასხვა პრეპარატის ტესტირება, და ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანქტ-პეტერბურგიდან.

მოსალოდნელია, რომ პრეპარატების პირველი სამი პარტია რუსეთის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე აგვისტოს შუა პერიოდში გამოჩნდება.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები