ახლა უკვე დაცულები ვართ: ვაქცინის გამომცდელი მოხალისეები საავადმყოფოდან გაეწერნენ

გამოწერა
ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაეწერნენ პირველი მოხალისეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობდნენ.

მედიკოსები 28 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ გამოსაცდელების ორგანიზმის რეაქციას პრეპარატზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და სერიოზულ გვერდით რეაქციებს არ იწვევს.

საავადმყოფოდან გაწერის წინ ყველა მოხალისეს შეუმოწმეს სისხლი, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულებმა და იმუნიტეტმა დაიწყო გამომუშავება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფექციაზე გამარჯვების ზეიმი ჯერჯერობით ნაადრევია — პრეპარატმა ჯერ თავისი ეფექტურობა უნდა დაამტკიცოს.

გამოცდის შემდგომ ეტაპებზე მედიკოსები იმუნიტეტის ხანგრძლივობას შეისწავლიან, რომელიც ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში გამომუშავდა. ამასთან ასევე მწვავედ დგას პრეპარატის წარმოების დაწყების ვადების საკითხიც. სპეციალისტების თქმით, ვაქცინის მასობრივი წარმოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0