09:40 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ვიდეო

როდესაც ჯარიმები უძლურია: უშიშარი ქვეითები თბილისში წესების დარღვევას განაგრძობენ – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
518 0 0

საქართველოში ავტოავარიების არცთუ მცირე ნაწილი უყურადღებო ქვეითების გამო ხდება, რომლებიც გზას შეუსაბამო ადგილზე კვეთენ.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რატომ უწოდებენ ჩვენთან გზებზე მოძრაობას გიჟურს და რას ფიქრობენ ამის შესახებ ავტომობილისტები.

სიჩქარე, უყურადღებობა და სიზარმაცე ის სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ქვეითების მიერ ხშირად ხდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რაც ხშირად საავარიო სიტუაციებს იწვევს. ასეთი ქცევა აღიზიანებთ ავტომობილისტებს, რომლებიც ჯარიმების გაზრდას მოითხოვენ.

დღეისათვის ასეთ უშიშარ ქვეითებს მხოლოდ 20 ლარით აჯარიმებენ, ეს მაშინ, როდესაც ავტომობილისტებს იგივე საავარიო სიტუაციის შექმნისას ათჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 100-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა, ხოლო დაშავდა - 1700.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები