დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს – ვიდეო

გამოწერა
თბილისის მერია ხანგრძლივი მშენებლობების პრობლემებს სხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებით ეტაპობრივად აგვარებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რა ელის დაუსრულებელ შენობებს ქვეყნის დედაქალაქში.

თბილისში დღეისათვის 200-მდე შეჩერებული მშენებლობაა, მოტყუებულთა შორის კი – ათობით ათასი ოჯახი.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წლების წინ შარტავას ქუჩაზე კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას საკუთარ თავზე კომპანია m2 აიღებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააარსეს. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა ხანგრძლივი მშენებლობის გამო, თუმცა შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შედეგად ჯარიმის ოდენობდა 450 ათას ლარამდე შეამცირეს.

ბინებს ამ კორპუსებში, უკვე 13 წელია, 350-ზე მეტი ოჯახი ელოდება. წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა პრობლემას უქმნიდა მეზობლებსაც. მათი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გაჩნდა, ასევე ამ ადგილზე ხშირად ხდებოდა დანაშაული.

ყველა ახალი ამბავი
0