17:07 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ვიდეო

არეულობა აშშ-ში: თეთრი სახლი მომიტინგეებისგან ღობით გამიჯნეს – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
80 0 0
© video: Ruptly .

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო თეთრი სახლი დაცვას აძლიერებს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციის გარშემო დამატებითი ღობე აღიმართა. მისი სიმაღლე ორ მეტრზე მეტია და ის ლაფაიეტის მოედნის ღობის გაგრძელებაა, რაც მომიტინგეებს თეთრი სახლის ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ვაშინგტონში ასევე გადაისროლეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები.

კადრებში ჩანს, როგორ პატრულირებენ სამხედრო პირები ქალაქის ქუჩებში, დედაქალაქის ობიექტებთან და პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან. ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს მინეაპოლისში პოლიციელს დაკავების დროს შემოაკვდა. მისმა გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამერიკის ბევრ დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გადაიზარდა არეულობაში, ნგრევასა და ძარცვაში.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები