მე ჯორჯ ფლოიდი ვარ ― ამერიკული პროტესტის ტალღა მთელ მსოფლიოს მოედო

გამოწერა
მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამკლავებია კორონავირუსის პანდემიას, მაგრამ მას უკვე მოედო ახალი ― პროტესტის ეპიდემია. დემონსტრაციები რასიზმისა და პოლიციური თავნებობის წინააღმდეგ ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.

თავდაპირველად პროტესტი მინეაპოლისში დაიწყო, სადაც პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას. აქციები საკმაოდ სწრაფად გავრცელდა აშშ-ში, შემდეგ კი მის საზღვებსაც გასცდა.

ასობით ადამიანი პლაკატებით ხელში „ვერ ვსუნთქავ!“ და „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!“ გამოვიდნენ ნიდერლანდების, საფრანგეთის, ესპანეთის, არგენტინის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ქუჩებში.

საბერძნეთში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საკონსულოს წინ ამერიკული დროშა დაწვეს. 

არეულობით დასრულდა პროტესტები კანადასა და საფრანგეთში, სადაც პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა დემონსტრანტების დასაშლელად.

კადრები მოვლენების ადგილიდან იხილეთ ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0