პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა – ვიდეო

გამოწერა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანა ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0